"ასე დაიბადა - ასაკით პატარა, მაგრამ სულით ხანდაზმული პოეტი - ჭაღარა ლექსებით... დათა გულუა..."

01 Jul 2017 04:08

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა პერტაია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, შემდეგი შინაარის წერილს წერს:


"წლების წინ მისმა ბოლო ლექსმა, „რეკვიემმა“ ეკლესიისკენ მიმაბრუნა...
ჰო, მოვედი დათას დაკრძალვიდან და როგორც არასდროს, მომინდა ტაძარში წასვლა...
18 წლის გარდაიცვალა... მასში იყო სისუფთავე და ამავდროულად, დიდი ძალა... სამყაროს აღქმის დიდი და იდუმალი ძალა...
ნარიყალას ტაძრის ეზოში დაკრძალეს...
ასე დაიბადა, ასაკით პატარა, მაგრამ სულით ხანდაზმული პოეტი ჭაღარა ლექსებით...
დათა გულუა...


P.S. დღეს კიდევ ერთხელ მოვუსმინე მის პოეზიას და მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა: „თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე“... სამწუხაროდ...."


კომენტარები:

ფართი შოპი