დღეს, გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა

18 Aug 2018 02:07

ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, აწამებდნენ, აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა, არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.


2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარის გადმოასვენების შემდეგ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 



2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. 



„...ვიდეოში ჩანს, რომ ისინი რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.
როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ძირითადად ოსი და ასევე რუსი სამხედროები არიან. ადამიანი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას, ოსური აქცენტით ქართულ ენაზე ლაპარაკობს, პერიოდულად ისმის მისი ოსურად ლაპარაკიც. იქვე არიან სხვა სამხედროფორმიანი პირებიც, სავარაუდოდ, მათ შორის, არიან ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებიც. სამხედროფორმიანი პირების სახეები არ ჩანს. მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ჩანს, და ის მეორე ვიდეოშიც არის. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები, სუფთა რუსულით საუბრობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ეროვნებით რუსია.
ასევე, მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ. გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ, გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ...“- არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. 



გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.



გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ, 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.



2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". 



2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.



2013 წლის 2 ნოემბერს "თუშების სადროშომ" გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.


აიპრესი


კომენტარები:

ფართი შოპი