„მისი ჩამოსვლა არარეალურია, თუმცა სააკაშვილის ჩამოსვლის ერთადერთია შანსია, რომ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდეს და ყველა იმ საქმეზე, რაზეც მის მიმართ განაჩენი არის გამოტანილი, შეწყალების აქტი გამოსცეს,“ – „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მისი განცხადებით, სააკაშვილი წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების განმტკიცებას ცდილობს, რაც მისი მხრიდან ილუზიას წარმოადგენს.
„როდესაც ადამიანი ასჯერ ამბობს, რომ გავაკეთებო, მაგრამ არ აკეთებს, შესაბამისად, ასმეერთედ რომ იტყვის, დაჯერების საფუძველი არ გვაქვს. მისი მოტივი გასაგებია -წინასაარჩევოდ ვაშაძის ირგვლივ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის კონსოლიდაციას ცდილობს და ამაზე არის გათვლა. სააკაშვილს იმედი და ილუზია ასაზრდოებს და სხვა არაფერი,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა საქართველოში დაბრუნების შესახებ. მისი თქმით, იგი ემზადება იმისთვის, რომ „ქვეყანა გადაარჩინოს.“
„როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „ნოვაია ვრემიას“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
guriismoambe.com