დღეს,11:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი 6 ახალ გუბერნატორს წარადგენს

20 Aug 2018 11:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 6 რეგიონში დღეს წარადგენს. გუბერნატორების წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე გაიმართება. 


5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი