სად ისვენებს ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად და რა არ მოსწონს კურორტზე?

21 Aug 2018 18:37

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს. როგორც ცნობილი გახდა, ივანიშვილი კურორტზე ყოფნისას იქ არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენტის” ხელმძღვანელი გენადი ენდელაძის თქმით ყოფილი პრემიერ მინისტრი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა:


“შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია -არა, ეს -არა, ის-არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები… ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი. აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი”, – აცხადებს გენადი ენდელაძე.


ადგილობრივების ინფორმაციით, ივანიშვილმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორიაც მოინახულა.



წყარო: radiotavisupleba.ge


კომენტარები:

ფართი შოპი