სუს-ის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

21 Aug 2018 18:44

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმათანამდებობა დატოვა. გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.


სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის გადადგომის მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 


კომენტარები:

ფართი შოპი