რა ხდებოდა გორში და რატომ დაუმალეს ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გორელებთან

21 Aug 2018 18:48

ტვინის განძრევის მოწოდების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს გეოგრაფიაში ავარჯიშებს. პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურმა, დღეს მედია მოსახლეობასთან შეხვედრის გასაშუქებლად კასპში დაიბარა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ კი გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე გორში მივიდა, რაც ჟურნალისტებისთვის არ უცნობებიათ.


შეხვედრას ქალაქში, რომელსაც 10 წლის წინ რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ, მხოლოდ ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოები ასახავს. ამიტომ მედიისთვის უცნობია რა რეაქცია ჰქონდათ ადგილობრივებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლითაც მან ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.


კასპში კი პრეზიდენტობის კანდიდატი, რამდენიმე საათიანი დაგვიანებით ჩავიდა, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერაზე ისაუბრა.


„არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" რამის გამო თავს იკავებს, მე მგონი "ქართული ოცნება" მსჯელობს ამ საკითხზე, რაც არის  ძალიან ნორმალური და ბუნებრივი, არავის არაფერი რ ეჩქარება და მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. სრულიად ბუნებრივია ეს მსჯელობა, უმრავლესობისთვის, სანამ თვითონ გადაწყვეტენ, რომელიც კანდიდატებიდან რომელს უნდა დაუჭირონ მხარი, მე ამაში ვერც უხერხულობას ვერ ვხედავ, ვერც პრობლემას ჩემთვის ან მათთვის და ძალიან მშვიდად, როგორც ხედავთ, ვაგრძელებ ჩემ კამპანიას და ჩემი ხელმოწერების შეგროვებას და არ მაქვს არანაირი ეჭვის მომენტი. როგორიც იქნება, რაც იქნება მათი გადაწყვეტილება ეს იქნება ჩემთვის მისაღები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


RUSTAVI2


კომენტარები:

ფართი შოპი