"მერამდენე სპექტაკლი უნდა დადგას "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით?!" - თინათინ ნიბლოშვილი

21 Aug 2018 19:20

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, თეონა ჭალიძის განცხადებას ეხმიანება და საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.


„მერამდენე სპექტაკლი უნდა დადგას ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით,  არა ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, საკითხზე ვმუშაობთ და მიმდინარეობს  განხილვები. სჭირდება დრო და გარკვეული პროცედურების ჩატარება,“- განაცხადა ნიბლოშვილმა


მოსკოვის გამზირს საქართველოს გამზირი ეწოდოს - ამ განცხადებით, თბილისის საკრებულოს უკვე მეორედ მიმართა "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.


"ახალი საქართველო" საკრებულოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და დროული ქმედებისკენ მოუწოდებს.


„2017 წლის 21 აგვისტოს „ახალმა საქართველომ“ მივმართეთ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, რეალური ქმედითი საკითხები ვერ დავინახეთ და დღეს მივმართავთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ დროული რეაგირება მოახდინოს ჩვენს განცხადებაზე,“-აცხადებს ჭალიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი