კერძო მევახშეებს სესხების გაცემა აეკრძალებათ

22 Aug 2018 01:39

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ.


საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების რეგულირების ფარგლებში კიდევ ერთი ცვლილებით, საფინანსო ორგანიზაციებისთვის ბიუროსთან თანამშრომლობა ნებაყოფლობითი აღარ იქნება და ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მყოფი ყველა ორგანიზაცია ვალდებული იქნება ბიუროს ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, მსესხებლებს უფლება ექნებათ წელიწადში სამჯერ ბიუროში მათზე არსებული მონაცემები უფასოდ ნახონ.


ამ დროისთვის ბაზარზე ერთადერთი საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოა.


კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, პირზე გასაცემი კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.


კომენტარები:

ფართი შოპი