სვანეთი შესაძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს - ლეხზირის მყინვარი დნება და მესტიას დატბორვა ემუქრება

22 Aug 2018 03:09

დატბორვის საფრთის წინაშე დგას მესტია და მასთანე რთად 7-მდე სოფელი. ლეხზირის მყინვარის თანდათან დნება, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მყინვარის ჩამოწოლა გარდაუვალია, ამას კი ღვარცოფი და წყალდიდობა მოჰყვება, მათ ბავშვები ტერიტორიიდან უკვე გაყავთ.


მდინარე მესტიაჭალის ადიდებით კი სვანეთი შეასძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ადგილობრივები მყინვარზე გეოლოგების ჩასვლას და პროცესების შესწავლას ითხოვენ. მყინვარზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას მესტიელები ჭალაჰესზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებენ. ისინი განმარტავენ, რომ ნაპრალგაჩენილი მყინვარის ჩამოშლა სამშენებლო აფეთქებებით კიდევ უფრო დაჩქარდა.


სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ადგილზე მუდმივად მუშაობენ გეოლოგები და მესტიის დატბორვის საფრთხე არ არსებობს.


newposts.ge



კომენტარები:

ფართი შოპი