"ავტობუსების პარკის განახლების პროცესი 2019 წლამდე უნდა დასრულდეს"-შალვა ოგბაიძე

23 Aug 2018 02:26

თბილისის საკრებულოს წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკა მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ტაქსების ლიცენზირებაზე, მეტროს  მუშაობის მოდერნიზებაზე, ავტობუსების პარკის განახლებაზე.


„ტაქსების ლიცენზირების პროცესი დაწყებულია და ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იღებს ლიცენზიას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროცესში იუსტიციის სახლი ჩაერთო. ასევე, ცალკე მიმართულება არის მეტროს ვაგონების მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება,რომელიც მატარებლების ლოდინის დროს  შეამცირებს. ეს კი, გამორიცხავს ადამიანების დიდი რაოდენობით თავმოყრას მეტროს ბაქნებზე,”- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


რაც შეეხება ავტობუსების პარკის განახლებას, თბილისის საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი 2019 წლამდე უნდა დასრულდეს.


კომენტარები:

ფართი შოპი