"იესო, ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ფაქტობრივად, ამის გამოც ეცვა ჯვარს"- რუსუდან გოცირიძე (არქივიდან)

23 Aug 2018 02:42

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე:



"იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს და ძალიან მიზანმიმართულად, ისე კია არა - შემთხვევით. ისეთ ადამიანებს კურნავდა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაავადებულები იყვნენ, რომელთა განკურნებაც შეეძლო პარასკევსაც და შაბათის შემდეგ დღესაც, მაგრამ არა, ადგებოდა და შაბათ დღეს კურნავდა. 


ძალიან ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ქალებს ესაუბრებოდა, რაც მისთვის საშინლად აკრძალული იყო... შორს წაგვიყვანს ამ სიის ჩამოთვლა. სამას ლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება, რასაც იესო აკეთებდა და ფაქტობრივად ამის გამოც ეცვა ჯვარს. ამიტომ მე მგონია, რომ კანონი ვერ გაიგებს რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ თუნდაც ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯს, აი ეგ არის თავისუფლად სუნთქვა, როცა არავინ არ გიწესებს და რიტმს არ გაძლევს, ასე უნდა ისუნთქო, რამდენჯერ უნდა ისუნთქო, ეს არის სუნთქვა" 


კომენტარები:

ფართი შოპი