ნაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა

25 Aug 2018 11:59

ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა,  რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. 


მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.


ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, რომლის მდგომარეობაც ჩატარებული მკურნელობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა.


კომენტარები:

ფართი შოპი