ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს

25 Aug 2018 12:15

სამართალდამცველებმა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ "მხარეს" შსს-დან აცნობეს. 



მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 



„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.



სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებულია, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.



გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები:

ფართი შოპი