სანელებლები, რომელთაც ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ

01 Jul 2017 05:13

ქართული წარმოების ზოგ სანელებელში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს რეგულარულად აფრთხილებს.


გაფრთხილების მიხედვით, ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს აქვს ტყვიის მაღალი შემცველობა. აღნიშნული სანელებლები მოიცავს:

 

ყვითელი ყვავილი ან ზაფრანა;

 

სვანური მარილი;

 

ხმელი სუნელი ან ხარჩოს სუნელი;

 

მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი;

 

ქართული მარილი ან სვანური მარილი;

 

უცხო სუნელი ან შამბალა;

 

მშრალი აჯიკა;

 

საცივის სუნელი.

 

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ შეიძენენ ან მიიღებენ სანელებლებს საქართველოდან, ექიმთან ჩაიტარონ გამოკვლევები სისხლში ტყვიის შემცველობაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი