ერთი გარდაცვლილი და 10 მოწამლული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - ანაკლიაში

26 Aug 2018 01:07

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე 21 წლის გიორგი ნიშნიანიძე გარდაიცვალა, ზუგდიდის საავადმყოფოში კი რამდენიმე ახალგაზრდაა გადაყვანილი.


გიორგი ნიშნიანიძე ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა მან თავი შეუძლოდ იგრძნო. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


სიკვდილს გადაურჩა ფესტივალზე მყოფი კიდევ 10 ახალგაზრდა, რომლებიც ასევე მძიმე ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავდმყოფოში გადაიყვანეს.


უცნობია იმ ნივთიერების დასახელება, რომლის ზედოზირებამაც, სავარაუდოდ, ფატალური შედეგი გამოიწვია.


გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ რამდენიმე ნივთიერების ნაერთი მიიღო, რაც ჯერ მოწამვლის, შემდეგ კი დაღუპვის მიზეზი გახდა.


ეს იციან სამტრედიაშიც, სადაც ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ გადაასვენეს.


ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდების მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერებები გახდა.


სოფელ განმუხურში მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირიც დააკავა. მათ აკრძალული ნივთიერების უკანონოდ დამზადებას და გასაღებას ედავებიან. საქართველოს 2 მოქალაქესთან ერთად, პასუხისგებაში ირანის მოქალაქეებიც მისცეს.


ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.


rustavi2


კომენტარები:

ფართი შოპი