"მარიხუანას 16-17 წლიდან მოვიხმარ და არ ვარ რაიმე სახით დეგრადირებული პიროვნება"-ზურაბ ჯაფარიძე

26 Aug 2018 01:14

„მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი ბევრი წელია, სადღაც 16-17 წლიდან. ახლა აღარ ვარ ისეთი ინტენსიური მომხმარებელი, დრო არ მაქვს ამის, მაგრამ მქონდა დაახლოებით 15 წელი პერიოდი ინტენსიური მოხმარების, იყო პერიოდი, როცა ყოველ ღამე  მოვიხმარდი. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როცა მე მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი უმაღლესი განათლების დიპლომი აღებული, ვმუშაობდი საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთი თვეც კი არ მქონია წყვეტა, რომ ვყოფილიყავი უმუშევარი, ვკითხულობდი ლექციებს, ვწერდი სტატიებს, ვიყავი პარლამენტის წევრიც და ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ მომენტისთვის. ჩემი ამ ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილში, არანაირი მორალური ზიანი არ მიმიყენებია ჩემი ოჯახისთვის, თუ არ ჩავთვლით, რომ მშობლებისთვის, გარშემო მყოფი სოციუმისთვის იყო პრობლემა ახსნა, რომ მათი შვილი არის ისეთი, როგორიც არის. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, დღეს მათ აქვთ განცდა, რომ მარიხუანა არ არის რაიმე ზიანის მომტანი. მე არ ვარ მორალურად რაიმე სახით დეგრადირებული პიროვნება.


კომენტარები:

ფართი შოპი