ანაკლიაში გარდაცვლილი ბიჭის ლექტორი: ძალიან მაგარი ბავშვი იყო, არანაირი ბომჟი, არანაირი ნარკომანი...

26 Aug 2018 02:49

გიორგი მიქანაძე, ილიაუნის ლექტორი:


“ეს არის უმაგრესი ბავშვი გიორგი, ჩემი სტუდენტი. ძალიან მაგარი ბავშვი, არანაირი ბომჟი, არანაირი ნარკომანი, ძალიან წესიერი ზრდილობიანი და მონდომებული ადამიანი, თავისი წარმატებისთბის. კარგად მახსოვს.


გამთენია ანაკლიაში გარდაიცვალა. ფოტოს იმიტო ვაზიარებ, რომ ეტყობა, რა ჯანსაღი ბავშვიცაა და რომ ეს არის ტრაგედია. უმაგრესი ბავშვი. ზუსტად ვიცი. გავგიჟდი…


ეს არაა ფესტივალის ბრალი, არც გიორგის ბრალია. ნუ ერთხელ, ორჯერ შვებიან ხოლმე, სამწუხაროდ და არცერთხელ არ უნდა ქნა ჭკვიანმა კაცმა. დარწმუნებული ვარ, სისულელე მოუვიდა… მარა… რამხელა გეგმები და მიზნები დაამთავრა 1 დღეში. ინფორმირებაა საჭირო ხალხის. გიორგის სული აცხონოს ღმერთმა…"


კომენტარები:

ფართი შოპი