მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან 1945 წელს დაკარგული ტილო გადასცა. მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერა სახელად „ნატურმორტი კურდღლით“, შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.
აღნიშნულ საკითხს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ასე ეხმაურება:
“მე ძალიან მაინტერესებს, ვინ ჩემი ისაა 32 წლის ვინმე მამუკა ბახტაძე, რომლის სახელიც კი არავინ იცოდა ამ ქვეყანაში დანიშვნამდე ორი წლით ადრე და ვფიქრობ, არავის გაახსენდება მისი ჩვეულებისამებრ გაბუნძულებიდან ორი წლის შემდეგ, რომ ხსნის ეროვნულ განძთსაცავს და გაუგებარი მიზეზით, რუტინული ვიზიტით მყოფ მერკელს ჩუქნის ქართველი ერის კუთვნილ სამუზეუმო ექსპონატს?!
“დაკარგული ტილო” აჩუქაო… მსგავსთა მოპოვებაში ასობით ათასი ქართველის სისხლი დაიღვარა, იდიოტო! ეგეთი “დაკარგული” ტილოებით სავსეა იტალიის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების მუზეუმები! მაგრამ არავის მოსდის თავში აზრად ქვეყანაში გავლით მყოფ სხვა სახელმწიფოს მეთაურს წაელაქუცოს მათი გაჩუქებით… ბიძინეს პირადი კოლექციიდან ეჩუქებინა გერმანიიდან წამოღებული ტილოები!
თუ მაინცდამანც ასე გულუხვია ბახტაძე, ცენტრპოინტის დაზარალებულთა დაკმაყოფილებით დაეწყო, რომელნიც მისი დირექტორობის დროს უსახლკაროდ დატოვეს!
თუმც რა მიკვირს, ეგერ, კვირიკაშვილმა მილიარდი დოლარი მოიპარა და კაციშვილს ხმა არ გაუცია…”, -წერს ცოტნე გამსახურდია.