Facebook-ს ახალი ფუნქცია - „იპოვე Wi-Fi“ დაემატა

01 Jul 2017 05:24


სოციალური ქსელი Facebook-ი, მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, iPhone-სა და Android-ებისთვის ახალ ფუნქციას აამუშავებს, რომელიც უახლოეს Wi-Fi-ს გაპოვნინებთ. ინფორმაციას Techcrunch-ი ავრცელებს.


მანამდე, „იპოვე Wi-Fi" წარმატებით გამოსცადეს რამდენიმე ქვეყანაში. "ის განსაკუთრებით კომფორტულია, იმ ადგილებისთვის, სადაც მობილურის ინტერნეტი ცუდად მუშაობს", - აღნიშნავენ კომპანიაში.


ტელეფონში ფუნქციის "იპოვე Wi-Fi" ჩამოტვირთვის შემდეგ, რუკაზე ჩანს ადგილები, სადაც ინტერნეტი თქვენგან ყველაზე ახლოსაა.


"იმედი news"


კომენტარები:

ფართი შოპი