სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას FRUCOM-ის გენერალური მდივანი ეხმაურება

04 Sep 2018 13:37

FRUCOM-ს გენერალური მდივანი ანნა ბულოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნასოფიციალური წერილით გამოეხმაურა  და საქართველოს თხილის ასოციაციის FRUCOM-ში გაწევრიანებაში, მის როლზე ისაუბრა.


FRUCOM-ი გამომშრალი თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილესექსპორტიორებს, ტრეიდერებსა და მწარმოებლებს აერთიანებს.  ანნა ბულოვას თქმით ალექსანდრე მოწერელია პირადად იყოჩართული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში.


„საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ბატონმა ალექსანდრემოწერილიამ უდიდესი დახმარება გასწია საქართველოს ასოციაციის FRUCOM-აში გაწევრიანების კუთხით. იგი პირადად გახლდათჩართული და HEPA–ის მმართველ დირექტორთან ერთად,  აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში და 2017 წელს,ბრიუსელში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში. მან საქართველოს თხილის სექტორი ევროპელი იმპორტიორებისა დაღონისძიებაზე დამსწრე  FRUCOM-ის ყველა წევრის წინაშე წარადგინა.


ალექსანდრე ძალზე მეგობრული, ენერგიული და უშუალო ადამიანია, რომელიც ჩინებულად ურთიერთობდა ჩვენს წევრებსა დათანამშრომლებთან.


ბატონ ალექსანდრე მოწერილიას წარმატებას ვუსურვებ ახალ თანამდებობაზე და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ შევხვდებით. ასევე,იმედი მაქვს, რომ FRUCOM-სა და HEPAს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი მწარმოებლების, ექსპორტიორებსა დაევროპელი კომერსანტების სასარგებლოდ, მომავალშიც გაგრძელდება.


პატივისცემით, ანნა ბულოვა - გენერალური მდივანი.“



კომენტარები:

ფართი შოპი