პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

04 Sep 2018 19:19

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბარაბაძემ განუცხადა, მან სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა. ბარაბაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.


ჯერ კიდევ 3 თებერვალს დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა ვინაიდან მე არჩეული ვიყავი დირექტორის თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება. საბჭომ ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში, შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის და რომ არ მომხდარყო კიდევ რაიმე ექსცესი, დავეტოვებინე თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა, დავრჩი სასწავლო პროცესის დასრულებამდე თანამდებობაზე და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მე ხელმეორედ მივმართე სამეურვეო საბჭოს განცხადებით. ისინი უკვე იძულებულები გახდნენ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. მე შემეძლო არ მიმემართა გადადგომის თხოვნით სამეურვეო საბჭოსთვის, თუმცა ეს იყო ჩემი მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.


ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში ის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.


კომენტარები:

ფართი შოპი