საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ხორავას ქუჩაზემომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადებული დასკვნით “ევროპულმა საქართველომ” თავი “გაიპამპულა” და საზოგადოების მოლოდინები არ გაამართლა.
“ეს არის დასკვნა, რომელიც არ პასუხობს იმ მოლოდინს, რაც მათ შექმნეს საზოგადოებაში. ამიტომ, ახლა, მემათ მივმართავ და ვეკითხები ამდენი “საგამოძიებო” მოქმედებები რომ ჩაგიტარებიათ, დაასახელეთ მკვლელის გვარი როგორც ამას საზოგადოებას ჰპირდებოდით “ევროპული საქართველო” – ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფი.
რატომ ვერ დასვით კითხვები, როდესაც მე მოვედი სხდომაზე მაშინ, როდესაც სრულიად საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავდათ შეცდომაში, რომ თითქოს წულუკიანის ბრალია ის, რომ გამოძიება, მათივე გადასახედიდან ვერ მიდიოდა სწორად, ამ კითხვებზე მჭირდება პასუხი, თუ სად არის მკვლელის გვარი, რატომ ვერ დაადგინეს და რისთვის ჩაატარეს მთელი ეს გამოძიება.
აღმოჩნდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობად” დარჩენილი “ნაციონალური მოძრაობა” უფრო ჭკვიანია, ვიდრე“ევროპულ საქართველოდ” ქცეული ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რომ ამგვარ ფორმატში, ასეთი სერიოზული ან სხვა ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ ხდება” –განაცხადა თეა წულუკიანმა.