"საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს"-ემზარ კვიციანი

08 Sep 2018 02:41

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებშიჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული შესაძლოა, ადმინისტრაციულიწესით დასჯადი ქმედება გახდეს. „ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიციატივა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

 

ინიციატივის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივექმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

 

„სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმისკუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში,ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

პროექტის თანამხად, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.


.

 

იმედინიუსი


კომენტარები:

ფართი შოპი