"ბატონი ბიძინა მხოლოდ საქონლის ხორცს მიირთმევს, იშვიათად - წიწილას ან ქათამს"

08 Sep 2018 03:10

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ დიეტას არ იცავს. უბრალოდ, ცოტას ჭამს, მიირთმევს ნატურალურ საკვებს და ცხოვრობს ჯანსაღი წესით. როგორც მისმა ყოფილმა შეფმზარეულმა გრიგოლ გაგნიძემ მითხრა, ბოლო დროს ივანიშვილების წყვილი იოგის ვარჯიშით დაინტერესებულა და  უფრო შეუზღუდავთ მენიუ. 


"ბატონი ბიძინა მხოლოდ საქონლის ხორცს მიირთმევს, იშვიათად - წიწილას ან ქათამს. ისიც - ცოტას. მიმტანებს კერძებს რომ გავატანდით, უკან თითქმის ხელუხლებელი მოჰქონდათ.  თუ სტუმრები არ ჰყავდათ, სამზარეულოში ღორის ხორცს არ აჭაჭანებდნენ. ოჯახის უფროსი რძესა და კარაქს არ მიირთმევს. მოსწონს მოხარშული ხორცის კატლეტები, იშვიათად - აფხაზურა და კუპატი, რომელსაც ასევე საქონლის ხორცისგან ვუმზადებდი. 


თავდაპირველად აფხაზურაში, წესისამებრ, ღორის ხორცი გავურიე. დამიძახა და მკითხა, რას უმატებ, ძალიან გემრიელიაო. ღორის ხორცს-მეთქი. ცოტა გაურიე ხოლმეო, მაგრამ მალევე მთხოვა, საერთოდ აღარ გამომეყენებინა. ერთხელ ბაკურიანში ვიყავით. ის-ის იყო, ქაბაბისთვის ფარში გავამზადე და გამოგვიცხადეს, ჭორვილაში მივდივართო. ჩასვლისას აღმოვაჩინე, რომ საქონლისხორციანი ფარში ბაკურიანში დამრჩენოდა, დაცვის ბიჭებისთვის განკუთვნილი ღორის ხორცგარეული ფარში კი თან წამეღო. ავდექი და იმ ფარშით შემწვარი ქაბაბი მივართვი ოჯახის უფროსს. მოეწონა, ეს სხვანაირიაო, გამეცინა, ღორი გავურიე და იმიტომ-მეთქი. ერთი სიტყვით, მოსწონდა ღორის ხორცის გემო, მაგრამ როგორც ჩანს, ექიმები ეუბნებოდნენ, მარგებელი არ არისო..." - ყვება ივანიშვილის ყოფილი შეფმზარეული.


წყარო: კვირის პალიტრა


კომენტარები:

ფართი შოპი