ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
"რა თქმა უნდა ასეთ რაღაცეებს უნდა მოელოდე, განსაკუთრებით არსებული ოპონენტების მხრიდან, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს. მე მზად ვარ ამ ბრძოლისათის და საბოლოო ჯამში ჩემს იმიჯს არჩევნების შედეგები განაპირობებს", - ასე უპასუხა უდუმაშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვას იმაზე, ხომ არ შელახავს მის იმიჯს პოლიტიკა და მოელოდა თუ არა დარტყმებს ოპონენეტების მხრიდან, რომელიც უკვე წამოვიდა მისი მისამართით.
"გაბრაზებული თბილისის მერი, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. ბოლო წლებში როდესაც ვხვდები ადამიანებს თბილისში ყველა გაბრაზებულია, ნახევარ თბილისს ვიცნობ. თბილისზე ყველა საუბრობს გაბრაზებული ტონით", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
წყარო: „აიპრესი“