"ამ ქვეყანიდან, ნამდივლი პოეტები მიდიან, ისინი უბრალოდ იხუთებიან, იხუთებიან და მიდიან"-ნიკა გვარამია

09 Sep 2018 23:07

"ამ ქვეყანიდან, სადაც აგერ უკვე ექვსი წელია თავისუფლად ვსუნთქვათ, ნამდივლი პოეტები მიდიან. 


მიდიან, იმიტომ რომ მათ არ იციან მოჩვენებითი თავისუფლება. ისინი ვერ და არ იტყუებენ თავს. მათ არ სჭირდებათ თავის მართლება, რატომ გადასცეს ბოროტ ჯუჯას სამშობლო. 


მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. ისინი უბრალოდ იხუთებიან. იხუთებიან და მიდიან. 


საქართველო. 2018. ქვეყანა, რომელსაც ტოვებენ ნამდვილი პოეტები."- ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირეტქორი, ნიკა გვარამია პოეტ ზვიად რატიანის "ფეისბუქ-პოსტს", რომელიც წერს:


"გზები და დღეები

XIII

აეროპორტში დაგხვდებიან. თვითონ გიცნობენ.
დაბინავება, საბუთები - მათი საქმეა.
შენ ერთადერთი გევალება: ხელის დაქნევა
წარსულისათვის. ისე სწრაფად, როგორც იძრობენ
ცეცხლში გახვეულ ტანისამოსს. მშვიდად იბრუნე -
უთხარი შენს სისხლს. გულს უთხარი, აღარ ინატროს.
თვალებს უთხარი, არ გახედონ ილუმინატორს.
სხეულს არ უთხრა არაფერი - ისეც მიბმული
იქნება მაღალ სავარძელზე. საფრენი ზოლი
და ყველაფერი, რასაც ხედავ, ციმციმებს, ბზინავს.
შენ მოითავე საქმეები და ახლა გძინავს,
ხმა კი განაგრძობს: ვინც გიყვარდა, შვილები, ცოლი
და ყველა, ყველა დაივიწყე! შენში ისხმება
ახალი სისხლი, და სხვა მიწა, ენა, კერძები
გელიან, რათა გემსახურონ... რაღაც იმსხვრევა
და გეღვიძება უეცარი ვარდნის შეგრძნებით."




კომენტარები:

ფართი შოპი