"ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს - პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი, ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება"-ილია მეორე

10 Sep 2018 15:44

„მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესი დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე ზედაპირული და ხორიცელ კავშირზე აგებული.  თუ ურთიერთობა მიწიერი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება რა თქმა უნდა მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გახდება.


სულიერი ურთიერთობა კი მტკიცეა და ხანიერი. მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც. თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს - პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი ისეთი ერთობაა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშვერულად გასცემ შენს სიკეთეს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე და შენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის „მეფობა“ და „დედოფლობა“ გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს."


კომენტარები:

ფართი შოპი