"ქალბატონო სალომე, თქვენ ხართ ფსკერი და ფსკერამდე დასვლა არ მინდა"- ნანუკა ჟორჟოლიანი

12 Sep 2018 01:30

"ქალბატონო სალომე, თქვენ ცრუობთ როცა ამბობთ რომ მე, თქვენთვის კვერცხები უნდა მესროლა ჯიხაისში. სიმართლეა, რომ კვერცხებს უნდა გესროდნენ ყველა შეხვედრაზე. მათ შორის მეც, მაგრამ არანაირი კონრეტული გეგმა არ მქონია, იმიტომ რომ ჩემი აზრით, თქვენ ხართ ფსკერი და ფსკერამდე დასვლა არ მინდა."- წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


რატომ გველაპარაკებით "ზემოდან" "პარზიის გადმოსახედიდან" და რას ნიშნავს "ტვინი გაანძრიეთ" ამ კითხვით მიმართა "რაქციაში" ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიდვილს.


"ალბათ იმიტომ რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზემოთ უნდა იყოს...მე ჩემ ტვინს გავანძრევ პირველ რიგში... როდის იყო რომ ვბრაზდებოდი?... არ ვბრაზდები. ეს არის პასუხი იმაზე... არა მხოლოდ ჟურნალისტებისგან... გვესმის ბევრად უარესი... და სხვათა შორის რუსთავი 2-ის დირექტორისგან, ნანა ჟორჟოლიანისგან, რომელიც იმუქრებოდა რომ კვერცხებს გვესვრის დიდი ჯიხაიშში და ასე შემდეგ... მე არაფერი ისეთი არ მითქვამს რასაც ჩემ თავს არ ვეუბნები." - განაცხადა ზურაბიშვილმა "რეაქციაში".


კომენტარები:

ფართი შოპი