ზურა ყიფშიძის აუქციონზე გაყიდულ სახლს ეკონომიკის მინისტრის ახლობელი დაეპატრონა

15 Sep 2018 03:17

დაახლოებით ერთი კვირის წინ მსახიობ ზურა ყიფშიძეს სახლი აუქციონზე გაუყიდეს. ეს ინფორმაცია მსახიობის ქალიშვილმა ლენუკა ყოფშიძემ დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ არავინ მათი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. ამჟამად ოჯახი რთულ მდგომარეობაშია. 


"გუ­დი­აშ­ვილ­ზე მდებარე სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის და დე­ი­და­ჩე­მის სა­კუთ­რე­ბაა. სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე ისე გა­ყი­დეს, არც ვი­ცო­დით. ბანკსაც ვთხო­ვეთ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ერ­თოდ და­კარ­გვას ვარ­ჩი­ეთ გაგ­ვე­ყი­და, კლი­ენ­ტიც გვყავ­და და მი­ზე­რუ­ლი თან­ხა მა­ინც დაგ­ვრჩე­ბო­და, მაგ­რამ 6 სექ­ტემ­ბერს დაგ­ვი­რე­კა ვი­ღაც გო­გომ და გვი­თხრა, სახ­ლი და­ცა­ლე­თო. 


ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ახ­ლო­ბელ­მა იყი­და. ბან­კში 120 000 დო­ლა­რად იყო ჩა­დე­ბუ­ლი, 115 ათა­სად გა­ი­ყი­და და აქეთ გვე­უბ­ნე­ბი­ან 5000 მო­ი­ტა­ნეთ, თო­რემ რაც გაქვთ იმა­საც და­გი­ყა­და­ღებ­თო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ფული თუ არ გაქვს, არა­ვინ არ ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ში", - განუცხადა "ამბებს" ლენუკა ყიფშიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი