ამინდი უარესდება - სამი დღის მანძილზე წვიმა, სეტყვა და ქარი იქნება

15 Sep 2018 03:40

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 -დან 18 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.



კომენტარები:

ფართი შოპი