სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე კანაფის კულტივირების შესახებ მთავრობის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მთელი დღეა კომენტარებს ვკითხულობ და გაოცებული ვარ, რატომ ჰგონია ვიღაცას, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დაღუპულია ან დაიღუპება, – დაბოლილები ივლიან და დაიქცევა ქვეყანა?! კარგით რა, კმარა! თქვენ თავს მიხედეთ, დაღუპული ჩემი თაობაა, ასეთები ჩვენ ვართ, დაკარგულები ორ ეპოქას შორის, თორემ ესენი თავისუფალი, ლაღი, გათამამებულნი და ბევრად პროგრესულები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ! ამათ იციან თავისუფლების გემო და იციან, რა არის თავისუფალი სამყარო! ისე კი არა, მონობაში რომ გავიზარდეთ და საბჭოთა მენტალობა ვერ მოვიშორეთ! ნუ აყენებთ ჩვენ ახალგაზრდობას შეურაცხყოფას და დანებეთ თავი მათზე ზრუნვას, ისინი ძალიან კარგად ერკვევიან სიტუაციაშიც და ასევე ძალიან კარგადაც იციან რა უნდათ; ბევრად განათლებული და მაგარი ადამიანები არიან! თავს მიხედეთ, ჯობია!“ – წერს ზურაბ სიხარულიძე.