კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით” - რა იგეგმება რეალურად?

16 Sep 2018 04:10

მმართველი გუნდი აპირებს, კანაფის ექსპორტი დაუშვასსამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის. ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელმაც იდეა უმრავლესობას გასულ კვირას გააცნო.


ამ სხდომას ესწრებოდა აკაკი ზოიძე — პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარე, რომელიც წლებია ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პოლიტიკის მხარდამჭერია.


იგი ამბობს, რომ ხსენებულ სხდომაზე პრინციპების დონეზე განიხილეს საკითხი და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. თუმცა ზოიძე აზუსტებს, რომ ექსპორტზე სამედიცინო მიზნით მხოლოდ ნახევარპროდუქტების გასვლას დაუჭერს მხარს. ეს, მისი ხედვით, იქნება კანაფი იმ სახით, რომელსაც ნარკოტიკული თრობის ელემენტი არ გააჩნია: “მხოლოდ კანაბიდოლი და [ისეთი სახის კანაფი, რომელშიც] მიკროსკოპული ან არარსებული რაოდენობით არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი”. ეს ორივე ნივთიერება კანაბინოიდია — მცენარე კანაფის შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები.


რაც შეეხება კოსმეტიკური მიზნებისთვის ექსპორტს, ზოიძის განმარტებით, ქვეყნიდან ექსპორტზე გაიტანენ ნარკოტიკული ზემოქმედების კომპონენტისგან თავისუფალ ეთერზეთს.


“ყველაზე მთავარია, რომ ამ პრობლემის მორალური განზომილება მოიხსნას — მთავარია, რომ [წარმოებულ/ექსპორტირებულ კანაფში] ნარკოტიკული კომპონენტი არ უნდა იყოს”.


როგორც ზოიძე დასძენს, მომავალში კანაფი, შესაძლოა, პირდაპირ მედიკამენტის სახითაც გავიდეს — მზა ფორმად.



წყარო: "ნეტგაზეთი"





კომენტარები:

ფართი შოპი