"უწმიდესი გთხოვთ, ხვალ შევიკრიბოთ სამების საკათედრო ტაძარში“ - მამა შალვა კეკელია

16 Sep 2018 04:33

"უწმიდესი გთხოვთ, ხვალ შევიკრიბოთ სამების საკათედრო ტაძარში“, - ასე მოუწოდა მამა შალვა კეკელიამ საზოგადოებას, თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც სასულიერო პირებმა  ახალი ინიციატივა გააპროტესტეს, რომლითაც, შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს.

 

„დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას არასდროს არაფერი ემუქრება. ჩვენ თბილისის სამღვდელოება შევიკრიბეთ დღეს და გადავწყვიტეთ, რომ განცხადებით მიგვემართა ჩვენი ერისათვის, გვეთქვა დღეს რა პრობლემებიც არის და ამ პრობლემებს შევეხებით და ამ განცხადებას მოგახსენებთ, თუ რამ განაპირობა ჩვენი აქ შეკრება.

 

პირველი: საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარება შეიყვანა, ეს თავისთავად ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწყვეტილებაა, შექმნილი პრეცედენტი კი საშიშროებებს ქმნის, რომ მომავალში სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებით, ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო ქმედებებით იგივე ლოგიკით დააკანონოს.

 

მეორე: გაუგებარია, რატომ მოხდა მარიხუანას კანონის გასაიდუმლოებული შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე და როდესაც ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი გახდა იქვე აცხადებდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, მოსახლეობის ნების გარეშე გადაწყვიტეს ეს.

 

ეს კანონი ჩვენს ქვეყანას ავნებს, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მომავალ თაობაზე, ისეთი შემოსავალი არ ჭირდება ჩვენს სამშობლოს, რომელიც იქნება კაზინოებით და ნარკოტიკებით შემოსული ფული, ჩვენს ქვეყანას ღვთის მადლით აქვს ისეთი რესურსი, უამრავი რამ შეგვიძლია განვავითაროთ და ჩვენი ქვეყანა სიღარიბის ზღვარს გადაცდება და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რომ ამით იზრუნოს ჩვენს მოსახლეობაზე. ჩვენს ირგვლივ უამრავი მტერი იყო ყოველთვის, ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება თურქეთი და ნებისმიერი ქვეყანა რომელიც ავიწროვებდა ჩვენს ქვეყანას, უამრავი მიწები გვაქვს ჩვენ წართმეული, ოკუპირებულია ჩვენი მიწების თითქმის 60%, თურქეთმა ნაწილი წაგვართვა, აქედან რუსეთმა და ჩვენმა ქვეყანამ იმის მაგივრად, იზრუნოს რომ ეს ტერიტორიები დაგვიბრუნოს, ჩვენ მათ ვუკარგავთ ჩვენთან შემოერთების საშუალებას, აფხაზებს და ოსებსაც.

 

ხვალ სამრევლოები, ასეთი სათხოვარი აქვს უწმიდესობას, რომ ყველანი შევიკრიბოთ ხვალ სამების საკათედრო ტაძარში, ხვალ წირვა-ლოცვის შემდეგ მსვლელობით მივიდეთ სამების საკათედრო ტაძარში და პატრიარქთან ღვთის მსახურებას დავესწროთ", - განაცხადა მამა შალვამ.


"აიპრესი"

 


კომენტარები:

ფართი შოპი