"ორიოდ სიტყვა ფეხის ხმას აყოლილ ძიუდოს ვითომ გულშემატკივარს, დავით ქევხიშვილის გადადგომას ზარ-ზეიმით რომ შეხვდა..."- ბექა ახლოური

16 Sep 2018 15:42

"ორიოდ სიტყვა მინდა ვუთხრა იმ ფეხის ხმას აყოლილ ძიუდოს ვითომ გულშემატკივარს, დავით ქევხიშვილის გადადგომას ზარ-ზეიმით რომ შეხვდა, მის მოწინააღმდეგეთა პათოსს იზიარებდა და სრულიად დაუდასტურებელ ბრალდებებს გადაუმოწმებლად უწევდა ტირაჟირებას. 


იმედია მიადევნეთ თვალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, პირად ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა! 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო! აქედან 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გოგონათა ანგრიშზეა! ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა, 1 ზე მეტი მედალი გოგონებში ამ რანგის ტურნირზე არ გვქონია! ეს იცით რა თაობაა? დავით ქეხიშვილის ინიციატივით, 13-14 წლის ასაკიდან რომ გამოარჩიეს და მათი აღზრდა და განვითარება ლამის პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი! მათ ამზადებდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, წელს ამ ახალგაზრდების უმრავლესობა სტუდენტი გახდა, და კვლავ გააგრძელებენ ჰარმონიულ განვითარებას! პროექტს ჰქვია 2020 და ალბათ ხვდებით, რატომაც. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება, რომ ამ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც დღეს 18, 19, 20 წლის არიან, პრეტენზიას გამოთქვამენ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად?! 


სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ ამ ბინძური კამპანიის წამოწყებისა! ვერ აპატიეს მომავალზე ზრუნვა! მავანთ უნდოდათ ფედერაციის სრული რესურსი მხოლოდ მათ მოხმარებოდათ, ღიად საყვედურობდნენ ახალგაზრდებზე ბიუჯეტის ხარჯვას! აი ასე ანგრევდა და კლავდა დავით ქევხიშვილი ქართულ ძიუდოს, ისე ანადგურებდა, რომ დღეს მისი წყალობით მომავლის გუნდი გვყავს, გუნდი რომელიც უამრავ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანს ქართველ გულშემატკივარს!"


კომენტარები:

ფართი შოპი