ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციისმხრიდან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომეზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა – მათ ჰგონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოებიმოღალატეობრივი პოლიტიკა, შემდეგ შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია და მოღალატედ გამოაცხადო სხვა, მასგადააბრალო ღალატი, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან და ამით ცოდვები მიგეტევება შენი ქვეყნის წინაშედა ამით ხალხი მოტყუვდება.
ეს არის მათი ნარატივი! მაგრამ ქართული საზოგადოება ასეთ ნარატივებზე არ ტყუვდება და ეს გამოჩნდება ძალიანკარგად 28 ოქტომბერს, როცა მათი პიარკამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისიყველა აქტიური მხარდაჭერით სოციალურ ქსელებში თუ მედიის საშუალებით, თუ ყველა დანაყოფებით, დასრულდება იმით, რომ კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მწარე მარცხს პირველივე ტურში”, – განაცხადა მამუკამდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებების საპასუხოდ საზოგადოებას წინახელისუფლების ქმედებები შეახსენა.
„გეტყვით რა დაზიანებები აქვს ქვეყანას მათი ღალატის შედეგად – მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე. ეს გაგრძელდაშემდეგ დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული და რუსეთის მიერ აღიარებულიტერიტორიებით, დამატებით 150 დაკარგული დასახლებული პუნქტით და პროვოკაციაზე წამოგებით, რამაც კიდევუფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ დათავისი ისტორიული ზრახვები კიდევ ერთხელ აღესრულებინა ჩვენ ქვეყანაში. და ეს ადამიანები ლაპარაკობენღალატზე, რომელიც უნდა სხვას დააბრალონ ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხი არ მოტყუვდება!
ქალბატონმა სალომემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ვინ არის ოკუპანტი და ვინ არის დამნაშავე ამ ორსახელმწიფოს შორის ომში, ეს არის რუსეთი და ეს არ გადაიხედება!
28 ოქტომბერს არჩევნები პირველივე ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომეზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება და ამას უზრუნველყოფს ქართველი ამომრჩეველი, ამასუზრუნველყოფს ის ხალხი, რომლებიც ქართულ ოცნებას ძალიან მყარად ედგა გვერდით და ისინი ასევეგააგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"კვირა"