"მინდა ავღნიშნო, რომ საგზაო მოძრაობა რადიკალურად შეცვლილია უკეთესობისკენ, ერთი საათის განმავლობაში ვაკვირდებოდი მოძრაობას და არც ერთი ჩემს წინ მოძრავი ავტომობილი არ გადასულა ზოლიდან ზოლში ისე, რომ არ გამოეყენებინა ციმციმა მაშუქი. იმედია ეს მდგომარეობა არ იქნება დროებითი და მდგომარეობა სულ უფრო და უფრო გაუმჯობესდება, "-წერს "HUB GEORGIA"-ს აღმსრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე.
"თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მართვის მოწმობების ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება პრობლემას ვერ მოაგვარებს. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სტანდარდების ამაღლება, გაუმჯობესება, განვითარება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გადამზადება, მათი ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სისტემური პრობლემების მოგვარება: გასაჩივრების სისტემა, ავტოსაგზაო შემთხვევების საფუძვლიანი ანალიზი და ზუსტი სტატისტიკის შედგენა, საქალაქთოშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტოსატრანსპორტო საშუალებეის უსაფრთხოების სტანდარტი, სატრანსპორტო პოლიტიკა და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც არის მოსაგვარებელი."