"ასე გავაგრძელოთ და ჩვენ მიერ ფეხებზე დაკიდებული იბერიაც გაბრწყინდება!"

01 Jul 2017 22:44

”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილს წერს:


"სანამ ქართველები ხოხბობაში, წუწუნში, დამნაშავის სხვაში ძებნასა და ბოღმის ნთხევაში ვართ გართული, სომხებმა ჩვენი გარგარი წაიღეს, მოიყვანეს და ჩვენთან ყიდიან. 


აზერბაიჯანელებმა იგივე გააკეთეს ქართული მსხლის ჯიშებით, თურქებმა კარტოფილით და პომიდვრით. ასე გავაგრძელოთ, კრედიტებით iphone-ბი გამოვიტანოთ, მუშაობა გრეხად მივიჩნიოთ, უჯიპო სამსახური დამცირებად, მეტი თავის მართლება, მეტი წუწუნი და ბოღმა, ცოტაც და რუსები ვენახებს შეისყიდიან, ირანელები ცხვარს, ჩინელები ტყეებს და მერე ჩვენს მიერ ფეხებზე დაკიდებული იბერიაც გაბრწყინდება!


არცერთი ხელისუფლების ბრალი არაა საზოგადოების დაშლილობა, ქიშპობა, სიმხდალე და ქრონიკული მიდრეკილება ლატენტური მონობისადმი. არცერთი საზოგადოება არაა პიროვნებებზე ძლიერი. არავის ლოდინი არაა საჭირო, თუ გაქვს მიზანი. ჩვენ რა მიზანი გვაქვს?"


კომენტარები:

ფართი შოპი