ზაზა სარალიძემ ზვიად კუპრავა სცემა?

23 Sep 2018 02:36

"ალიას" ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც გიორგი გიორგი-ს სახელით არის დარეგისტრირებული, ფეისბუკის პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

 'მოკლედ რა ხდება ეხლა

ზვიად კუპრავას რომელსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა, ეს თანხა მას ხალხმა შეუგროვა ზაზა სარალიძის თხოვნით.

აღნიშნული თანხა გადასცეს ზვიად კუპრავას გირაოს შესატანად და მან მისი მშობლის ბინა ჩადო სასამართლო გირავნობაში და ის ფული რაც მას ხალხმა შეუგროვა მოტეხა.

ეს ამბავი გახდა ცნობილი ზაზა სარალიძისთვის და ვირთხობის და ფულის შეჭმისთვის ზაზამ და მისმა ახლობლებმა დალეწეს კუპრავა ძვლებში, რის გამოც 2 კვირაზე მეტია კუპრავა სახლში წევს და ემალება ყველას.

ამიტომ არ ჩანს არც ტელე ეთერებში, არც ზაზას გვერდით და არც ნაციონალების პარტ აქტივში“ - წერს გიორგი გიორგი.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ალიამ“ ზვიად კუპრავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

p.s. მოგვიანებით ზვიად კუპრავა თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუე და სისულელეა: „სუს-ის ბოტების ნაჯღაბნზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს და მათ ბინძურ თამაშში შეყოლას“.


წყარო: "ალია"


კომენტარები:

ფართი შოპი