"მარიხუანის მოწევა არის ცოდვა" - მამა თეოდორე გიგნაძე

24 Sep 2018 01:46

"ქრისტიანული თვალსაზრისით დიდი ცოდვაა აბორტი, მაგრამ ამას სახელმწიფო არ სჯის. ადამიანი თუ დათვრება, საჭესთან დაჯდომას თუ არ ჩავთვლით, მთვრალი ადამიანი დამნაშავე არ არის, თუ ის არაფერს არ დააშავებს, ქრისტიანული თვალსაზრისით კი თრობა ძალიან მძიმე ცოდვაა და მძიმე ცოდვების რანგში გადის, როცა ადამიანი თვრება. ნარკოტიკის მოხმარება, მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანის მოწევა არის ცოდვა, შესაბამისად მე ყველას ვეუბნები ნუ ეწევით, ნუ თვრებით, ნუ იკეთებთ აბორტს, ნუ ეწევით თამბაქოს, მაგრამ ის, რომ, მარიხუანა დანაშაულის რანგში უნდა გადავიყვანოთ და ამის გამო დავიჭიროთ, მე ამას ვერ გეტყვით".


კომენტარები:

ფართი შოპი