პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განცხადება გააკეთა. ის ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გაბედონ არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგშემთხვევაში, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გავა და იქიდან ფეხსარ მოიცლის მანამ, სანამ „არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“.
„აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ გამარჯვება.
ასი თვალი, ასი ყური – ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი და მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენიარჩევანის მოპარვა”. – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.