21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში ენის გაძლიერებულ კურსს გაივლის

25 Sep 2018 15:39

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, 21 წარმატებული  მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ "მხარეს"  აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. 


გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები 2 კვირიან ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლის.  პროგრამა  ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს, მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას.


21 საუკეთესო მოსწავლე საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის 600 მონაწილესაგან შეირჩა. მოსწავლეების შერჩევა მოხდა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სკოლაში მიღწეული აკადემიური პროგრესი, აქტივობებში ჩართულობა, თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, ლიდერული უნარ-ჩვევები და ა.შ. შერჩევის პროცესში თავად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი