"27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა! ეს ხდება 21-ე საუკუნეში"- ირმა ინაშვილი

26 Sep 2018 03:16

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფშავ-ხევსურეთში 27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა! ბავშვებს ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები ვერ მიიღებს, მაგრამ ეს ქვეყანაში ვინმეს ადარდებს? კაცმა რომ გკითხოთ, მინისტრი ხართ, მერი, თუ გამგებელი,- განათლება ჩვენი პრიორიტეტიაო,- ამტკიცებთ და სად იყავით? სასწავლოს წლის დაწყებამდე რატომ არ მიაქციეთ ყურადღება ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონების მდგომარეობას? სამარცხვინო არაა, რომ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება 27 ბავშვს და ეს ხდება 21-ე საუკუნეში?! ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულ კურსსა და სტანდარტებზე... ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული სასწავლო პირობები ვერ შეგვიქმნია, რომელ ევროსტანდარტებზე ვლაპარაკობთ, მართლა, სირცხვილია. 


P.S. სააგენტო "მთლის ამბების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს. დუშეთის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4 თვის განმავლობაში, ვიდრე სკოლაში არდადეგები იყო, პანსიონებში პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებიათ. იმედი მაქვს, პარლამენტის განათლების კომიტეტი ამ საკითხზე სერიოზულად იმსჯელებს."


კომენტარები:

ფართი შოპი