"სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ, ყველას გორის მარიხუანა ჰქონდა მოწეული"

28 Sep 2018 01:58

ქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ "თამარიონში" გუშინწინ მიმდინარე ქორწილის მონაწილეები მეფის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი ფაქტობრივად ჩაიშალა.


როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა უამბეს, ქორწილის ჩაშლის მიზეზი ნეფის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს:


"სუფრა ახალი დაწყებული იყო, როცა ნეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ... და უცებ დაავიწყდათ ასროლილი ნეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. ნეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, როგორც ნეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ"- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


newposts.ge


კომენტარები:

ფართი შოპი