"ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს“- მამუკა ბახტაძე

28 Sep 2018 16:03

„ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და ღირსებების დაცვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

 

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა. დღეს თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.


კომენტარები:

ფართი შოპი