"მარიხუანას მოყვანას, ცოლი მოიყვანე, ჯობია"-გოგი წულაია მამუკა ბახტაძეს მიმართავს

28 Sep 2018 16:18

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია იუმორისტული გადაცემის წამყვანი გახდა. "Hot გოგი" -ასეთია იმ გადაცემის სახელწოდება, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში ყოველ კვირას განთავსდება. პოლიტიკოსის თქმით, გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით წინადადება ახალგაზრდების ჯგუფისგან მიიღო.


გოგი წულაია, თავისი ეთერიდან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს და ურჩევს, რომ მარიხუანას ნაცვლად ცოლი მოიყვანოს.


„მამუკა ბახტაძე გადაჭრით აცხადებს, რომ მარიხუანას მოიყვანს, ისე ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის გოგო უყვარსო. ხოდა, მარიხუანას მოყვანას, ცოლი მოიყვანე, ჯობია. ისე, რა გიჩალიჩია შენს მომავალზეე. ჩვენზედაც თუ პატარაზე იჩალიჩებ, არ იქნება ცუდი“, – აღიშნა გოგი წულაიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი