"მინდოდა გამეგო იმქვეყნად როგორი ცხოვრებაა,"- სამტერდიაში გოგონამ თავი მოიკლა

30 Sep 2018 23:32

სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ქეთი ცხვარაძემ თავი მოიკლა. ამის შესახებ "რეზონანსი" წერს.


როგორც გამოცემა ამბობს, ქეთი საკუთარ სახლში ძმამ იპოვა ჩამომხრჩვალი. როგორც გარდაცვილილის ახლობლები აცხადენებ, გოგონამ წერილი დატოვა, სადაც წერს: "არაფერი არავის ბრალი არაა, მინდოდა გამეგო იმქვეყნად როგორი ცხოვრებაა".


ქეთის დედა ემიგრანტია. 


„ძალიან კარგი გოგონა იყო. დეტალები, რა მოხდა, ჯერჯერობით არ ვიცი. მამა ზრდიდა, დედა ემიგრანტი ჰყავს", - განაცხადა ქეთის სკოლის დირექტორმა ვენერა ივანიშვილმა.


დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონამ თვითმკვლელობა ადრეც სცადა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარები:

ფართი შოპი