ალკოჰოლი შესაძლოა ნარკოტიკად აღიარონ

01 Oct 2018 02:48

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარები მოუწოდებენ მსოფლიოს, რომ ალკოჰოლური სასმელები ნარკოტიკებად აღიარონ - წერს ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი The BMJ.


ბრიტანელი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლს ადამიანის ორგანიზმისთვის იმაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიგარეტს, ჰეროინს და ჰაშიშს ერთად აღებულს. მათი განმარტებით, სპირტიანი სასმელების მიღება უამრავი დაავადებისა და სოციალური პრობლემის მიზეზი ხდება.


თანამედროვე მსოფლიოში მოზრდილ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალკოჰოლური სასმელების გამოყენება გახლავთ.  


მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ის ქვეყნები არიან, რომლებსაც ალკოჰოლზე მაღალი ფასი და გარკვეული შეზღუდები აქვთ დაწესებული.


ალკოჰოლი მყისიერად არ კლავს - ამბობენ ბრიტანელი მედიკოსები. ის ფსიქიკისა და სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციის მოშლას იწვევს და ზრდის ტრამვების რისკს.


ბრიტანელმა მკვლევარებმა საზოგადოებას მოუწოდეს ოფიციალურად აღიარონ ალკოჰოლი ნარკოტიკულ საშუალებად, რომლის შეძენა მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით იქნება შესაძლებელი.


lifter.com.ua


კომენტარები:

ფართი შოპი