"ეს ვიტალი საფაროვია, წუხელ მოკლეს თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის ცენტრში, კამერების კონტროლის არეალში"

01 Oct 2018 04:08

ზაზა სვანაძე, ჟურნალიტი:


"ეს ვიტალი საფაროვის ფოტოა...

ვიტალი წუხელ მოკლეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, ''ვარშავაში'' - მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ! 

მისი მეგობარი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიცოცხლისთვის იბრძვის !

წარმოიდგინეთ როგორ გაგულისდნენ ბოროტმოქმედები, რომ დედაქალაქის ცენტრში, კამერების კონტროლის არეალში, სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს ! 

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სადმე ითქვა ამ ტრაგედიის შესახებ ? მხოლოდ ნარკოტიკების რეალიზატორების დაკავებებს რომ გვაჩვენებთ თქვენს ოფიციალურ გვერდებზე, ეს ინციდენტი შეიმჩნიეთ ? 

საინტერესოა რა დონის პროფესიონალები იძიებენ აღნიშნულ საქმეს ?

ვიტალი არასამთავრობო ორგანიზაციებში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდა, მასთან ერთხელ გადავიკვეთე ( საქმიანი საუბარი მქონდა, მის მეგობართან და თანამშრომელთან აგიტ მირზოევთან რომელსაც შეხვედრაზე ვიტალი ახლდა ) 

Agit Mirzoev მოზიარე ვარ მწუხარების ! 

ვუსამძიმრებ ვიტალის ოჯახს და ახლობლებს !

აქვე, თუ შევხედავთ რომ ძალოვანი უწყებები ( გამოძიება ) უძლური აღმოჩნდება ამ საქმის ლოგიკურ ფინალამდე მიყვანაში, მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება !"


კომენტარები:

ფართი შოპი