„თქვენ მზად ხართ დახარჯოთ მილიონები, იმისთვის რომ ქვეყანა აურიოთ, მაგრამ ამის საშუალება არ მოგეცემათ“- ვახტანგ შაქარიშვილი ოპოზიციას

02 Oct 2018 22:18

“სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში მერია არის თანმიმდევრული. თქვენ ახსენეთ ხავსი, რომელსაც ტაქსის მძღოლები ეჭიდებიან, გირჩევდით რომ ამაზე არ ისაუბროთ. თქვენ ხავსს მოჭიდებულ ადამიანებს ბაწარს უგდებდით, რომელსაც ყულფი შეკრული ჰქონდა. მე ვხედავ შესაძლებლობას რომ ეს “ხავსი” ელემენტარულ კაპიტალად ვაქციოთ და ოდნავ მაინც გავუუმჯობესოთ სოციალური მდგომარეობა ამ ადამიანებს“ -ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ყველაფრის დათვლა და შეფასებაა შესაძლებელი თუ რას ვიღებთ და რას ვიხდით. ვახტანგ შაქარიშვილის განმარტებით, ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებით, ჩვენ მივიღებთ აღრიცხულ, ლიცენზირებულ, ტექნიკურად გამართული, სუფთა და მოწესრიგებულ ტაქსებს. მგზავრები კი კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. შაქარიშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაუმჯობესებული ესთეტიური მხარეც, თუმცა ეს რეგულაცია მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება.


გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული რეგულაციების შედეგად, გაუმჯობესდება სატრანსპორტო სისტემა, საშემოსავლოდ გადასახადიდან გათავისუფლდებიან მძღოლები, ისინი მიიღებენ უფასო საპარკინგე ადგილებს და უფასოდ გადაეცემათ მანათობელი ნიშნები და ამ ყველაფერში მძღოლები 50-დან- 100 ლარამდე თანხას იხდიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემცირდება გარემოზე ზემოქმედება.


„თუ თქვენთვის ეს სიკეთე, ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე 50 თუ 100 ლარი არ ღირს, მაშინ ჩვენ საუბარს აზრი აღარ აქვს, თუმცა აზრი ისედაც არ აქვს, თქვენ ხომ მზად ხართ აქეთ დახარჯოთ მილიონები, იმისთვის რომ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა აურიოთ, მაგრამ მადლობა ღმერთს ამის საშუალება არ მოგეცემათ „ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი